ოჯახი

ოჯახი
• საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო სამართლის 1152-ე მუხლით აღიარებულია მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა და განმარტებულია, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. სხვა უფლებებთან ერთად, მათ აქვთ საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის (თუ ამით არ ილახება ოჯახის საერთო ინტერესი) თავისუფლად არჩევის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სოციალური ან ქონებრივი მდგომარეობით ან სქესის ნიშნით წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია და იკრძალება კანონით.
Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
• ქორწინებისა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემა – მცირე ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთპასუხისმგებლობით და ურთიერთდახმარებით.მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოების რეალობას, მაშინ შეიძლება უფრო საგულისხმოდ გვეჩვენოს შემდეგი განმარტება: „ოჯახი არის დაქორწინებული მეუღლეები შვილებით ან მათ გარეშე, ან მარტოხელა მშობელი შვილით“. ამგვარად, ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას. ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.ოჯახი სოციალურ – ბიოლოგიური წარმონაქმნია. მას განაპირობებენ, როგორც სოციალური, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებები (სქესობრივი ინსტიქტები).
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "ოჯახი" в других словарях:

  • ეგალიტარული ოჯახი — ცოლ–ქმარს აქვს თანაბარი ძალაუფლება და მათი ოჯახის გარეთ საქმიანობაც, ხშირად თანაბარია. ისინი ერთმანეთს უთანხმებენ ყველაფერს, ბავშვების აღზრდაშიც თანაბრად მონაწილეობენ. ესეთი ოჯახები უფრო იშვიათია. ოჯახი, სადაც ქალები და მამაკაცები თანაბარი… …   Georgian encyclopedia

  • ავტორიტეტული ტიპის ოჯახი — მშობლები ახორციელებენ შვილებზე მაღალი დონის კონტროლს და ამავე დროს, მათთან აქვთ თბილი ურთიერთობები. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე …   Georgian encyclopedia

  • ინდიფერენტული ტიპის ოჯახი — მშობელები გამოირჩევიან შვილებისადმი კონტროლის დაბალი დონით, მათდამი სითბოს ნაკლებობით და უგულისყურობით. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.:… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალური ტიპის ოჯახი — მშობლები ახორციელებენ შვილის მიმართ ნაკლებ კონტროლს (შეზღუდვებს) და აქვთ შვილისადმი საკმაოდ თბილი ურთიერთობები. ისინი თითქმის საერთოდ არ ზღუდავენ შვილის ქცევას და ავლენენ მათდამი ე.წ. „უპირობო სიყვარულს“, მაშინაც კი, როცა ლიბერალური მშობლები… …   Georgian encyclopedia

  • მოდერნული ოჯახი — ცოლი მუშაობს ოჯახის გარეთაც, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მისი საქმიანობა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმრის ქმარი მაინც მთავარი შემომტანია, ხოლო ქალი ეხმარება ოჯახის ეკონომიკას. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური… …   Georgian encyclopedia

  • ნუკლეარული ოჯახი — ოჯახის ტიპი, სადაც მთავარი ბირთვი დაუშლელია (ცოლ–ქმარი). Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] თბ …   Georgian encyclopedia

  • რთული ოჯახი — ოჯახის ტიპი, რომელიც მოიცავს რამდენიმე თაობას და მათ ოჯახებს. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] …   Georgian encyclopedia

  • ტრადიციული ოჯახი — ორივე ცოლ–ქმარი თანახმაა,რომ ქმარს ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და ავტორიტეტი ანუ, სხვაგვარად, რომ ვთქვათ ქმარი იყოს ოჯახის „თავი“. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია… …   Georgian encyclopedia

  • ოჯახის ფუნქციები — ფუნქცია ეწოდება ოჯახის ცხოველქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მისი წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან. ოჯახს იმდენი ფუნქცია აქვს, რამდენ მოთხოვნილებასაც (მდგრადი, განმეორებითი ფორმით) იგი აკმაყოფილებს. ოჯახის ძირითადი ფუნქციებია; 1.… …   Georgian encyclopedia

  • ინსტიტუციური კომპლექსი — სოციალური შემთხვევა, რომლის რამდენიმე ინსტიტუტი შეჭიდულია ან კანონის, ან ტრადიციის (დაუწერლად), ან ორივეს ძალით. ანუ, როდესაც კონკრეტულ საზოგადოებაში/სახელმწიფოში ერთ ერთი ინსტიტუტის თანაობა (და სეინ) თავისთავად ნიშნავს მეორის თანაობასაც.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»